пятница, 11 сентября 2020 г.

вторник, 19 ноября 2019 г.

ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია


                                                                                     პროექტის წარმოდგენა


            პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია
სახელი:  თამარ
გვარი:    ყველაშვილი   
მობილურის ნომერი: (+995) 551 815 080
რაიონი: გლდანი-ნაძალადევი   
სკოლა: სსიპ მე-11 საჯარო სკოლა  
საგანი:    სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება    
                                                                                                                      პროექტის აღწერილობა
პროექტის სახელწოდება -   ,,ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“

შესავალი:  პროექტის მიზანი: ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

პროექტის მნიშვნელობა:  ჩვენი პროექტი მნიშვნელოვანია იმ გარემოებებით, რომ იგი საინტერესო  იქნება არა მარტო მოსწავლეებისათვის, არამედ ყველასათვის, გაიგებენ  რომ თამბაქოს მოხმარება უარყოფითად აისახება მათ შემდგომ განვითარებასა და ჯანმრთელობაზე. თამბაქოს მოწევა შეიძლება მივიჩნიოთ ეპიდემიად რომლის წინაშეც მსოფლიო საზოგადოება დგას. თამბაქოს მოხმარებისგან ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი იღუპება, აქედან 5 მილიონი მწეველი ხოლო დანარჩენი პასიური მწეველები. მოწევა იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას, გულის დაავადებებს, ფილტვების ქრონიკულ დავადებებს, ძვლების ქსოვილის გათხელებას. ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის აუცილებელია უარი თქვათ მავნე ჩვევებზე, მოზარდები ჩავრთოთ სპორტულ აქტივობებში.

პროექტის აღწერა და განხორციელება
პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი საორგანიზაციო საკითხების განხილვა, პროექტში მონაწილე ძირითადი ჯგუფის წევრების შეკრება, სამოქმედო გეგმის შემუშავება და დროში გაწერა.
       მავნე ჩვევებზე უარის თქმა ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესს. პროექტის განხორციელებისათვის გადავწყვიტე გარკვეული აქტივობების დასახვა, რომელიც დამეხმარებოდა დამენახვებინა რაოდენ მნიშვნელოვანია უარის თქმა მავნე ჩვევებზე(თამბაქოს მოხმარებაზე)
პროექტის შესახებ ამსახველი ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/groups/566408620767421/
მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:
 ბუნ.VI.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და კვლევითი უნარ-ჩვევების  დემონსტრირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·              სვამს შესაბამის კითხვებს და იყენებს კვლევის სხვადასხვა ხერხს მათზე პასუხის მისაღებად;
·              აანალიზებს შედეგებს და გამოაქვს დასკვნა;
.   ადარებს ერთმანეთს  საკუთარი და თანაკლასელთა დაკვირვების შედეგებს;
ბუნ.VI.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ადამიანის ჯანმრთელობაზე სხვადასხვა ფაქტორის გავლენის შესახებ მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·              ასახელებს ადამიანის ჯანრთელობაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს (მაგ., მომატებული რადიაცია, დაბინძურებული გარემო, არაჯანსაღი კვება, ხმაური, ნიკოტინი, ნარკოტიკები)

·              .ა.სტ.II.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს ჯანმრთელობის, როგორც საზოგადოებაში წარმატებული არსებობის ერთ-ერთი საწინდარის, განსაზღვრა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       განმარტავს, რატომ არის მისი კეთილდღეობა ნაწილობრივ დამოკიდებული ჯანმრთელობაზე და რა დადებითი შედეგები მოაქვს ჯანმრთელობას;
·       აღწერს თამბაქოს ზეგავლენას მწეველის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;

ფ.ა.სტ.II.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს მონაწილეობის მიიღება ფიზიკურ აქტივობებში, რომლებიც მის ჯანმრთელობას აუმჯობესებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·              მონაწილეობს პროგრამით გათვალისწინებულ ფიზიკურ აქტივობებში;

აქტივობა
განმხორციელებელი
    დრო
შენიშვნა
საინფორმაციო შეხვედრა პროექტის მონაწილეებთან და პროექტის გეგემის შედგენა
VI კლასი
1 ოქტომბერი

მოსამზადებელი სამუშაოები პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით.
VI კლასი
3 ოქტომბერი

დისკუსია მშობლებთან რა ხერხებით დავიცვათ მომავალი თაობა მავნე ჩვევებისაგან
VI კლასი 
7 ოქტომბერი

ლექცია: ბუნებისმეტყველება, რა მავნე გავლენას ახდენს ნიკოტინი ადამიანის ჯანმრთელობაზე. მოვიწვევთ ბუნების პედაგოგს.
VI კლასი
9 ოქტომბერი

პროექტის გაცნობა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან
 VI კლასი
11ოქტომბერი

ფლაერების დამზადება(ანტი რეკლამა, თამბაქოს მოხმარებაზე) და მათი დარიგება უფროსკლასელებში
VI კლასი
11ოქტომბერი

პროექტის დახურვა
VI კლასი
16 ოქტომბერი



1)    საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან ( VI კლასი)

1 ოქტომბერს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ,,პროექტის მონაწილე მოსწავლეებთან“. მათი მოსაზრების გათვალისწინებით, დავიწყეთ მუშაობა პროექტზე-,,უარი უთხრათ მავნე ჩვევებს“ რომლის მიზანი იყო ცხოვრების არჩევა მავნე ჩვევების გარეშე.





2. მოსამზადებელი სამუშაო.

3 ოქტომბერს საკლასო ოთახი მოეწყო სადისკუსიო ლექცისათვის. გაიკრა საინფორმაციო პლაკატი და დამზადებული ფლაერები. თამბაქოს პროპაგანდის შესახებ, და აგრეთვე დამზადდა ბეიჯები თამბაქოს ანტი რეკლამის შესახებ              
  
  





3.  დისკუსია - მშობლებთან შეხვედრა(რა ხერხებით დავიცვათ მომავალი თაობა მავნე ჩვევებისადან)

7  ოქტომბერი VI კლასის მშობლებთან მოეწყო შხვედრა, მშობლებმა ისაუბრეს თამბაქოს მავნე გავლნაზე მოზარდებში. სიტყვით გამომსვლელმა მშობლებმა მოიყვანეს მაგალითები თამბაქოს მოხმარების გამო მძიმე შედეგებამდე მისული მოქალაქეების მაგალითები.

4.  ლექცია თემაზე ,,რა მავნე გავლენას ახდენს ნიკოტინი ადამიანის ჯანმრთელობაზე“

9 ოქტომბერს გაიმართა ლექცია რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა VI კლასის მოსწავლეები და ბუნების მეტყველების პედაგოგი.

5) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.
  11 ოქტომბერს VI კლასის მოსწავლეებმა, საკუთარი პროექტის წარდგენა მოაწყვეს სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან, ესაუბრნენ თამბაქოს მოხმარებისგან მიღებულ სავალალო შედეგებზე და მის უარყოფით გავლენას ჯანმრთელობაზე. დაურიგეს ფლაერები.






                           

  
6.) პროექტის  შეჯამება  და  პრეზენტაცია .

    16  ოქტომბერს გაიმართა პროექტის პრეზენტაცია-შეჯამება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით დამზადებული ფლაერები. უფროს კლასელებს წარვუდგინეთ პროექტი და გავაცანით თამბაქო, როგორც ეპიდემიის შემოტევა, რომლის წინაშეც მსოფლიო საზოგადოება დგას. გამოითქვა სურვილი, რომ მსგავსი პროექტი კიდევ განხორციელდეს.
არა თამბაქოზე დამოკიდებული ადამიანი - ეს არის თბილი ოჯახური გარემო, მშვიდი სულიერი ცხოვრება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ამ ყველაფერს პატარაობიდანვე უნდა ჩავუყაროთ საფუძველი.





     



პროექტის რესურსები:

ა) გამოყენებული მასალა: ინტერნეტი, კედლის გაზეთი, GOOGLE, ფლაერები.
ბ)ტექნიკა: კომპიუტერი, ქსეროქსის აპარატი.


                                                                                                                                     რეფლექსია

     ა/წ ოქტომბრის თვეში 11 საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი : ,,ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული“ პროექტის ძირითადი მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, თუ რა დამღუპველი შედეგი მოაქვს თამბაქოს მოხმარებას საზოგადოებისათვის.  
      თავდაპირველად პროექტის იდეა განვიხილეთ მოსწავლეებთან  ერთად . დასაწყისში ჩატარებული   გამოკითხვა დამეხმარა გამეგო რა საჭირო ინფორმაციას ფლობდნენ მავნე ჩვევების კერძოდ თამბაქოს მოხმარების შესახებ, რამდენად სახიფათოა თამბაქოს მოხმარება როგორც აქტიური ისე პასიური სახით. დავსახეთ ისეთი აქტივობები, რომლებიც დაგვეხმარებოდა პროექტის განხორციელებაში. შევადგინეთ სამოქმედო გეგმა .
      საინტერესოდ წარმართა მოსამზადებელი სამუშაოები მოსწავლეებმა ჩემი დახმარებთ  მოაწყეს სასკოლო ოთახი სხვადასხვა აქტივობების შესასრულებლად. პროექტით გათვალისწინებული ყველა აქტივობა ჩატარდა მაღალ დონეზე, მიღებული ინფორმაციით გაიგეს რა უარყოფით გავლენას ახდენს ჯამრთელობაზე თამბაქოს მოხმარება. საინტერესო იყო ბუნებისმეტყველების პედაგოგის ლექცია, თამამად შეიძლება თამბაქოს მოწევა მივიჩნიოთ ეპიდემიად, რომლის წინაშეც მსოფლიო საზოგადოება დგას.  სტსტისტიკური მონაცემებით გაიგეს თუ რა მაღალი პროცენტული მაჩვენებელია სხვადასხვა გულსისხლძარღვთა დაავადებასა და სიკვდილიანობაში თამბაქოს მოხმარება, როგორც აქტიურ ისე პასიურ მწეველებში. პროექტით გათვალისწინებული ყველა აქტივობა ჩატარდა  მაღალ დონეზე. მოსწავლეებმა გააცნობიერეს თამბაქოს მოხმარების სავალალო შედეგები. უარი უთხრან თამბაქოს მოხმარებას და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
    მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს, რომ მსგავს პროექტები კიდევ განვახორციელოთ, რადგან აღნიშნული თემა არის აქტუალური და საინტერესო.